"სააკაშვილის ჩაძირვით ჰგონიათ, მთავარი ოპოზიციონერები გახდებიან" - ირაკლი ფავლენიშვილი ნიკა გვარამიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, ივანიშვილთან ბრძოლის მაგივრად, სააკაშვილთან აგრძელებენ ბრძოლას, სააკაშვილის ჩაძირვით ჰგონიათ, მთავარი ოპოზიციონერები გახდებიან, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელი განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, არ იცის, როგორ შეიძლება აღიქვამდეს პრაგმატულად იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად აკეთებენ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის წინააღმდეგ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, ივანიშვილთან ბრძოლის მაგივრად, სააკაშვილთან აგრძელებენ ბრძოლას, სააკაშვილის ჩაძირვით ჰგონიათ, მთავარი ოპოზიციონერები გახდებიან.
არ ვიცი, როგორ შეიძლება, პრაგმატულად აღიქვამდე იმას, რომ თავიანთი კარიერის ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად აკეთებენ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეს რამდენად ადეკვატური გახლავთ, როცა ქვეყანაში არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ასე ებრძვის ქვეყანას. ამ დროს სააკაშვილთან ბრძოლა რა ლოგიკაში და პოლიტიკურ პრაგმატიზმში ჯდება, ვერ გეტყვით, მორალს რომ თავი გავანებოთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"