სკანდალი უკრაინაში: ანტიკორუფციულმა ორგანოებმა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კაბინეტი გაჩხრიკეს - კვირის პალიტრა

სკანდალი უკრაინაში: ანტიკორუფციულმა ორგანოებმა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კაბინეტი გაჩხრიკეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ჩხრეკა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის სამუშაო ადგილზე ჩაატარეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას სამუშაო ადგილზე ჩაატარეს.

ასევე, ჩხრეკა ჩატარდა აკრძალული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ არჩეული სახალხო დეპუტატის ვადიმ სტოლარის სახლშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, სტოლარი ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება.

როგორც უკრაინული მედია წერს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო საქმეში იუსტიციის სამინისტროსა და Sense Bank-ის წარმომადგენლები ფიგურირებენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა