"საჯაროდ თქვეს ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ, რომ მათ გილაურისგან აიღეს ათობით მილიონი. თუ ესეც მე მოვიგონე?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ? - კვირის პალიტრა

"საჯაროდ თქვეს ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ, რომ მათ გილაურისგან აიღეს ათობით მილიონი. თუ ესეც მე მოვიგონე?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პარ­ტია “ახა­ლი“ თა­ვი­დან­ვე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­სა­ყო­ფად შექ­მნი­ლი ბიზ­ნესპრო­ექ­ტი იყო, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის­თა­ნა­ვე და­ი­შა­ლა, დღეს კი ნიკა მე­ლი­ამ და ნიკა გვა­რა­მი­ამ პარ­ტია გა­იყ­ვეს.

“ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი პარ­ტია “ახა­ლის“ დაშ­ლა­სა და მის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ებ­ზე სა­უბ­რობს.ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მტკი­ცე­ბით, ნიკა გვა­რა­მი­ამ და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ “გი­ლა­უ­რე­ბის­გან ათო­ბით მი­ლი­ო­ნი" აი­ღეს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, გი­ლა­უ­რე­ბი, რო­მელ­თა "კე­თილ­დღე­ო­ბა მთლი­ა­ნად ივა­ნიშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", ფულს ივა­ნიშ­ვი­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მის­ცემ­და და ვი­საც ეჭვი ეპა­რე­ბა, იმა­ზე უნდა და­ფიქ­რდეს, რა მო­უ­ვი­დო­დათ, ამ შემ­თხვე­ვა­ში გი­ლა­უ­რებს.

“უკაც­რა­ვად, მაგ­რამ მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას ვინც აღეგზნო და მლან­ძღავს ჩემს მიერ მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტე­ბის გამო. მოდი მივ­ყვეთ ფაქ­ტებს და საღ აზრს და მინ­და ყვე­ლას ვთხო­ვო ჩა­ერ­თოს დის­კუ­სი­ა­ში.

- ნიკა გი­ლა­უ­რი არის GeoCapital-ის სტამ­ბო­ლის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი (თუმ­ცა ვინ­მეს­თვის მი­სა­ცე­მი სა­კუ­თა­რი ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ნამ­დვი­ლად არ აქვს). ამ კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი არის ირაკ­ლი გი­ლა­უ­რი და GeoCapital არის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მფლო­ბე­ლი.

შემ­ჩნე­უ­ლია, მათ შო­რის ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ" რუ­სეთ­თან ინ­ტენ­სი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, აშშ-ს კონ­გრე­სი სა­უბ­რობს ამ კომ­პა­ნი­ის ივა­ნიშ­ვილ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რებ­ზე, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტი.

- მე­ო­რე ფაქ­ტი არის ის რაც სა­ჯა­როდ თქვეს ნიკა გვა­რა­მი­ამ და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ, რომ მათ გი­ლა­უ­რის­გან აი­ღეს ათო­ბით მი­ლი­ო­ნი. თუ ესეც მე მო­ვი­გო­ნე?

- ახლა ვკი­თხოთ ჩვენს თავს, გი­ლა­უ­რე­ბი, რო­მელ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა მთლი­ა­ნად ივა­ნიშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფულს რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მოგ­ცემ­დათ, ამა­ში ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა, კარ­გი ვთქვათ და­ვუშ­ვათ ერთი წუ­თით რომ ივა­ნიშ­ვილს არ ჰკი­თხეს. რა მო­უ­ვი­დო­და ამ შემ­თხვე­ვა­ში გი­ლა­უ­რებს. შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ თუ არა ბიზ­ნესს თუ ახლა სრუ­ლი­ად უფუ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ?

პარ­ლა­მენ­ტში რომ არ შეხ­ვე­დით ეს იყო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ყო­ჩაღ, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია რომ გი­ლა­უ­რი ითხოვ­და შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას თუ ამა­საც უარ­ყოფთ?

პარ­ტია "ახა­ლი" თა­ვი­დან­ვე იყო ენმ-ის გა­სა­ყო­ფად შექ­მნი­ლი გი­ლა­უ­რის ბიზ­ნეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც და­ი­შა­ლა, რო­გორც ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, მა­ლე­ვე როცა ფული შე­წყდა.

თუ იმა­საც უარ­ყოფთ ახლა რომ მე­ლი­ამ და გვა­რა­მი­ამ პარ­ტია გა­იყ­ვეს და "პარ­ტია ახა­ლი N4" აღარ არ­სე­ბობს?

რა­ზეც ყვე­ლა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად დუმ­ხართ და ამ­ჯო­ბი­ნებთ ჩემ­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა. ერ­თი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­მო­ვა სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.