მაკრონმა ევთანაზიის ლეგალიზების კანონს ხელი მოაწერა
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა ევთანაზიის კანონს ხელი მოაწერა, რომელიც სიკვდილის ხელშეწყობის ლეგალიზებას ითვალისწინებს. დოკუმენტი „ოფიციალურ მაცნეში“ გამოქვეყნდა, რასაც ფრანგული მედია ავრცელებს.
დოკუმენტი გასულ კვირას გარკვეული დათქმებით საკონსტიტუციო საბჭომ დაამტკიცა. ის ზოგიერთი პირობის დაცვით სიკვდილში ხელშეწყობის უფლებას გარკვეული პაციენტებისთვის ამკვიდრებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავად მიიღონ სასიკვდილო ნივთიერება სამედიცინო მუშაკის თანდასწრებით. სამედიცინო მუშაკს ამ ქმედების შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ პაციენტს ფიზიკურად ამის უნარი არ გააჩნია.
ამასთან, ერთდროულად რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, პაციენტი უნდა იყოს ზრდასრული, საფრანგეთის მოქალაქე ან ქვეყანაში დიდი ხნის მცხოვრები, უნდა იტანჯებოდეს „მძიმე და განუკურნებელი“ დაავადებით ტერმინალურ ან „მიშვებულ“ სტადიაზე, უნდა განიცდიდეს აუტანელ ფიზიკურ ტანჯვას