მობილიზაციის შიშით რუსები კვლავ საქართველოს საზღვარს მოაწყდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს The Moscow Times - კვირის პალიტრა

მობილიზაციის შიშით რუსები კვლავ საქართველოს საზღვარს მოაწყდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს The Moscow Times

შემოდგომაზე შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე ათიათასობით რუსმა საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „მგზავრთა რეკორდული ნაკადი“ დააფიქსირა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, 15 და 16 აგვისტოს საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად 19 000-ზე მეტი ადამიანი კვეთდა, ხოლო 18 აგვისტოს 20 000-ზე მეტი მგზავრი დაფიქსირდა.

„ამჟამინდელი მაჩვენებლები წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება,“ - წერს ფედერალური საბაჟო სამსახური.

ასევე, საინფორმაციო სააგენტო „ოსტოროჟნო-ნოვოსტის“ მიერ მოყვანილი თვითმხილველების თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს უზარმაზარი საცობია, სადაც ავტომობილები საათში 50 მეტრის სიჩქარით მოძრაობენ.

ამასთან, გამოცემა „ვერსტკას“ ცნობით, მანამდე რუსებს შორის სომხეთის დედაქალაქ ერევანში ბინების დაქირავებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ადგილობრივი რეალტორების შეფასებით, „სიტუაცია, ზოგადად, 2022 წლის ანალოგიურია.“ ბინების გაქირავების ფასები 30%-ით გაიზარდა. რუსები ბინებს უცნობებთან ერთად ერთობლივი დაქირავებით ეძებენ. უძრავი ქონების სომხურ Telegram-არხ „მეტრები-დრამებშის“ ცნობით, „დასაქირავებელი ნორმალური ვარიანტები“ უკვე ამოიწურა.

განაგრძეთ კითხვა