"ეს ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს" - რას წერს გია ხუხაშვილი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ბლოკადაზე?!
"ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა, ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს", - ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
" შესაძლოა ირანის მიერ აშენებული ქსელი იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდეს ჩვენს თეთრ, თუ რუხ ეკონომიკურ სისტემებში, რომ ქირურგიული ჩარევაც კი არ აღმოჩნდეს ეფექტური მისი მეტასტაზების მოსაშორებლად.რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს, არა მგონია ამის ახსნა საჭირო იყოს… ", - წერს ხუხაშვილი.