ახალი მთავარი მარიონეტის მარატ კამბოლოვის განცხადება - ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა გაუადვილდებათ?!
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების სამუშაო განრიგი გაფართოვდება.
მარატ კამბოლოვის ცნობით, ე.წ. გამშვები პუნქტების მუშაობის რეჟიმი ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის თხოვნით შეიცვლება.
„ყოველი მსგავსი თხოვნის უკან კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაცია დგას: მშობლების, შვილებისა და ახლობლების მონახულების შესაძლებლობა. დავავალე სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს საკითხი შეისწავლონ“, - წერს კამბოლოვი „ტელეგრამის“ არხზე.
მისი თქმით, დღეს, მომზადებული წინადადებები ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა წარდგენილი.
"ინტერპრესნიუსი"