“დაახლოებით ორი თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გთხოვთ, ყველამ ერთად მოვითმინოთ“ - კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე - კვირის პალიტრა

“დაახლოებით ორი თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გთხოვთ, ყველამ ერთად მოვითმინოთ“ - კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა - ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის - გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო, თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის.

განაგრძეთ კითხვა