როგორ გახდა ჟურნალისტი ესპანელების საყვარელი დედოფალი - ლეტიცია ორტისის წარმოუდგენელი ისტორია
2014 წლის 18 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ტახტიდან გადადგა და ადგილი შვილს, ფილიპე VI-ს დაუთმო. ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ესპანელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მედიაში ხშირად იწერებოდა, დედოფლ ლეტიციას შეეხებოდა, რომელიც სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდა იქამდე, ვიდრე ესპანეთის დედოფალი გახდებოდა.

ლეტიცია ორტისს განსაკუთრებული, დიდგვაროვნული წარმომავლობა არ ჰქონია. მისი ბაბუა ტაქსის მძღოლი იყო, მამა ჟურნალისტი, დედა კი - მედდა. საინტერესოა, როგორ მოახერხა მან პრინცის მოხიბვლა:
ლეტიცია ჟურნალისტიკაში ბავშვობიდან ჩაერთო. 10 წლის ასაკში უკვე ესპანეთის რადიოს გადაცემებში მონაწილეობდა. მადრიდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას გოგონა გაზეთში მუშაობდა და დიპლომის მიღების შემდეგ ტელევიზიაში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი ახალი ამბების წამყვანად დაიწყო მუშაობა. ორტისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, ინციდენტებს, კატასტროფებს, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს აშუქებდა.

1998 წლის აგვისტოში ლეტიცია თავის პირველ სიყვარულს, სკოლის ლიტერატურის მასწავლებელს ალონსო გერერო პერესს გაჰყვა ცოლად, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ მათი ქორწინება დაიშალა.
2002 წლის ნოემბერში გოგონა მივლინებით ესპანეთის ჩრდილოეთში გაემგზავრა, სადაც სადილის დროს პრინც ფილიპეს შეხვდა, რომელიც სამეფო ოჯახის სახელით სასაუბროდ მივიდა. სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. 2003 წლის 1 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც წყვულის შეხვედრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, სამეფო ოჯახში ქორწილის შესახებ განაცხადეს. იქამდე ნიშნობა შედგა, რასაც უამრავი ადამიანი დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მალევე ლეტიციამ ტელევიზიაში სამსახური დატოვა და სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად.