დიმიტრი პესკოვმა "მაშა და დათვი" დაიცვა - რას პასუხობს პუტინის პრესსპიკერი ზელენსკის?!
უკრაინის გადაწყვეტილება მულტფილმების წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ კიევის რეჟიმის სიმახინჯეს აჩვენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ უკრაინამ ომი მულტფილმების წინააღმდეგაც დაიწყო, ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის რეჟიმის სიმახინჯეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ.
"ინტერპრესნიუსი"