ოქრო და ვერცხლი გაძვირდა - რა ფასებია საქართველოში?! - კვირის პალიტრა

ოქრო და ვერცხლი გაძვირდა - რა ფასებია საქართველოში?!

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი ისევ ძვირდება.

Gold Price-ს მონაცემებით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 579 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.46%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ვერცხლს, თბილისის დროით 12:30 საათისთვის ერთი უნციის ღირებულება 69.71 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.54%-ით ზრდას აჩვენებს.

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 354 ლარია, 750 სინჯის - 265.5 ლარია, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 207 ლარი ღირს.

განაგრძე კითხვა