ქართველი საოპერო ხელოვნების ვარსკვლავის, ნინო სურგულაძის კიდევ ერთი დიდი წარმატება - კვირის პალიტრა

ქართველი საოპერო ხელოვნების ვარსკვლავის, ნინო სურგულაძის კიდევ ერთი დიდი წარმატება

სოციალურ ქსელებში ოპერის ქართველი ვარსკვლავი, ნინო სურგულაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე — და ამავე დროს ჩემი დებიუტი ვენერას პარტიაში, ვაგნერის „ტანჰოიზერში“.

განსაკუთრებული პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დებიუტში და ამ დადგმის მსოფლიო პრემიერაში ვითანამშრომლებ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორთან, Sir David McVicar-თან და ბრწყინვალე იტალიელ მაესტროსთან, საერთაშორისო საოპერო სცენების გამორჩეულ დირიჟორ Andrea Battistoni-სთან.

Looking forward to this new chapter!“ - წერს ნინო

“