დღე-ღამეში 1 000-ზე მეტი კამიკაძე-დრონით შეტევა რუსეთზე - უკრაინა ომის ახალ რეკორდს ამყარებს...
ბოლო ერთ კვირაში რუსეთის ცაში 8 477 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ,ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო,რომლის დაჯერება არასოდეს ღირს,მაგრამ ასეც,რომ იყოს და იმის გათვალისწინებითაც,კიდევ რამდენი ვერ ჩამოაგდეს რუსმა მეზენიტეებმა,გამოდის,რომ უკრაინა ომის წამომწყებ რუსეთს ყოველ 24 საათში საშუალოდ 1 000-ზე მეტი კამიკაძე-დრონით უკან „უბრუნებს“ ამ საშინელ ომს...
ათასზე მეტი საჰაერო თავდასხმის საფრენი აპარატით შეტევა ერთი დღე-ღამის განმავლობაში,ეს რუსეთ-უკრაინის დიდი და ხანგრძლივი ომის ახალი რეკორდია,რომლის მსგავსი აქამდე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასასრულ პერიოდში თუ ხდებოდა,როდესაც მოკავშირეთა,ბრიტანელებისა და ამერიკელების მძიმე ბომბდამშენების საჰაერო არმადები მიწასთან ასწორებდნენ ფაშისტური გერმანიის დრეზდენსა და სხვა გერმანულ ქალაქებს...
მაგრამ, ეს იყო ე.წ. ხალიჩისებური დაბომბვები,ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის თანმდევით,მაშინ,როდესაც რუსეთის ცის სიღრმეში შეფრენილი ათასობით უკრაინული კამიკაძე-დრონი მხოლოდ კონკრეტულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამიზნეზეა „დაგეშილი“...
შესაბამისად,რუსეთის ქალაქების მაცხოვრებლებში ბევრად ნაკლები მსხვერპლია,ვიდრე უკრაინის ქალაქებში,რასაც თავისი ობიექტური მიზეზეც აქვს...
პირველი- ფაქტია,რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ბევრად უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია უკრაინულთან შედარებით,შესაბამისად რუსი მეზენიტეები ბევრ უკრაინულ კამიკაძე-დრონს აგდებდენ,მითუმეტეს მოსკოვის მისადგომებთან,რომლის გარშემოც შექმნილი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მსგავსი, პლანეტა დედამიწაზე არცერთ სხვა ქვეყნის დედაქალაქს არ აქვს.
მეორე-რუსულ ქალაქებში უკრაინული დრონები დროგამოშვებით იმიტომ ეცემიან საცხოვრებელ კორპუსებს,რომ მათ ან რუსული „პანცირები“ აგდებენ ან კიდევ რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემების გავლენით იცვლიან ფრენის მიმართულებას.
მესამე-დღე-ღამეში ათასზე მეტი კამიკაძე-დრონით შეტევების შედეგად უკრაინის გენშტაბი ბევრად უფრო მეტი საბრძოლო შედეგიანობის მოლოდინში უნდა იყოს,მაგრამ ასე არ ხდება,რადგან ის ერთეული უკრაინული კამიკაძე-დრონებიც,რომლებიც გადაურჩებიან ჩამოგდებას,მხოლოდ 50-90 კგ-იანი საბრძოლო ქობინით სამიზნის სრულ განადგურებას ვერ ახდენენ,განსხვავებით იმავე „ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტებისგან,რომლებსაც ერთ ტონაზე მეტი მასის საბრძოლო ქობინი გადააქვს.
მეოთხე-ამის ფონზე უფრო დამანგრეველად მოჩანს ანალოგიური რუსული საჰაერო შეტევები უკრაინის ქალაქებზე,მიუხედავად იმისა,რომ რუსული „გერანების“ საბრძოლო ქობინებიც 90 კგ-იანიანი-უბრალოდ რუს ოპერატორებს სამიზნედ ამოღებული აქვთ მასობრივი თავშეყრის უკრაინული სამოქალაქო ობიექტები-სავაჭრო ცენტრები,სარკინიგზო სადგურები,ბენზინგასამართი წერტილები და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები,რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი გამოიწვიონ,მათ შორის „ორმაგი დარტყმის“(რუსული „გერანის“ აფეთქების ადგილას მისულ უკრაინელ მაშველებსა და ექიმებს რამდენიმე წუთში მეორე „გერანი“ ესხმის თავს) დანაშაულებრივი ტაქტიკით.
ირანული „შაჰიდებისა“ და შემდგომ მისი რუსული კლონების „გერანების“ მასიური გამოყენებით ომის პირველ-ორ წელში სწორედ რუსეთი ფლობდა უპირატესობას,ომის მეხუთე წელს უკრაინამ კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენებით კი აჯობა აგრესორ ქვეყანას,მაგრამ ეს ვერ ახდენს პირდაპირპროპორციულ გავლენას ფრონტის ხაზზე შექმნილ რთულ მდგომარეობას უკრაინის დამცველებისთვის,რადგან რუსეთის საოკუაპციო ძალები,მართალია დიდი დანაკარგებით,
აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს და წინ კუს ნაბიჯებით,მაგრამ მაინც მიიწევენ.
რაოდენობა რომ ხარისხში გადაიზარდოს,უკრაინას მოუწევს რაც შეიძლება მეტი რეაქტიულძრავიანი და შესაბამისად ბევრად სწრაფი კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენება,რომელთა მოგერიება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას ბევრად უფრო გაუჭირდება,მითუმეტეს მას შემდეგ,თუკი უკრაინამ წელსვე შესძლო პირველი სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო გამოყენების დაწყება...