"ქუჩაში 3 დღის განმავლობაში არ გამოსულან, მოგვიანებით კი სამეზობლო უცნაურმა სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც სახლში მიაკითხეს" - ვინ არიან ზუგდიდში გარდაცვლილი დები?
ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. ამ ვერსიაზე ადგილობრივები "პირველებთან" საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია როგავების ოჯახის სამი წევრი, სამი და. მათი ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დები ქუჩაში 3 დღის განმავლობაში არ გამოსულან, მოგვიანებით კი სამეზობლო უცნაურმა სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც როგავებს სახლში მიაკითხეს. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს მათ ადგილზე სამართალდამცველები.