მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (დეკემბერი)
"ეკოპალიტრა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" ყოველთვიურად გთავაზობთ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასების ბიზნესკვლევებს უბნების მიხედვით. კვლევის მიზანია, გამოავლინოს თბილისის უბნები, სადაც ყველაზე ძვირი და იაფი ღირს მეორადი ბინები.
წინამდებარე კვლევა "ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" 10-20 დეკემბერს მოაწყო. დადგინდა საშუალო ფასი 1 კვმ-ზე 27 უბნისთვის, აგრეთვე, საშუალო ფასი დედაქალაქის მთელი ბაზრისთვის. თითოეულ უბანზე შეირჩა სამ-სამი ერთეული 1; 1,5; 2; 2,5; 3; 3,5 და 4-ოთახიანი ბინები. კვადრატურისა და ფასის საშუალებით მკვლევრებმა დაადგინეს, საშუალოდ რა ღირს თითოეული კატეგორიის ბინა ყოველ უბანში. ბოლოს გამოიყვანეს მითითებული საშუალო ფასი მთლიანად უბნებისთვის.
კვლევის შედეგებით გამოიკვეთა თბილისის უბნების ხუთეული, სადაც 1 კვმ-ზე ყველაზე მაღალი ფასი აღირიცხა (ფრჩხილებში მითითებულია წინა, 1-20 ნოემბრის კვლევის შედეგები): 1. ძველი თბილისი (1); 2. მთაწმინდა, სოლოლაკი (2); 3. ვაკე, ბაგები (4); 4. საბურთალო (5); 5. ვერა (3). ხოლო ყველაზე დაბალი ფასების მიხედვით, ხუთეული, ბოლოდან ათვლით, ასე გადანაწილდა: 1. მუხიანი (12); 2. მესამე მასივი (4); 3. თემქა (6); 4. სამგორი (9); 5. ლილო (2). 1-20 ნოემბრის კვლევის ბოლო ხუთეულში ადგილი შეინარჩუნეს მესამე მასივმა და ლილომ, ხოლო ავჭალა, ფონიჭალა და ვაზისუბანი _ სამგორმა, თემქამ და მუხიანმა ჩაანაცვლეს.
თბილისის უბანი 1 კვ.მ.-ის ფასი ($)
1 ძველი თბილისი 1087
2 მთაწმინდა, სოლოლაკი 981
3 ვაკე, ბაგები 957
4 საბურთალო 874
5 ვერა 840
6 კრწანისი, ორთაჭალა 808
7 ვაჟა-ფშაველას კვარტლები,
ქავთარაძე 806
8 ნაძალადევი 799
9 ნუცუბიძის პლატო 715
10 ბახტრიონი, დოლიძე 695
11 ჩუღურეთი 658
12 ისანი 649
13 დიღმის მასივი 633
14 ავლაბარი 621
15 ვაშლიჯვარი 596
16 დიდუბე 576
17 დიდი დიღომი 557
18 გლდანი 547
19 ფონიჭალა 529
20 ვაზისუბანი 501
21 ავჭალა 498
22 ვარკეთილი 497
23 მუხიანი 496
24 მესამე მასივი 491
25 თემქა 482
26 სამგორი 447
27 ლილო 342