თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მა?! - "თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება" - საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთხილებს - კვირის პალიტრა

თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მა?! - "თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება" - საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთხილებს

“სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მებ­ზე ნივ­თებს ყი­დი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ.

"ფი­ნან­სუ­რი თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მა. თუ სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე ნივ­თებს ყი­დით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ. გა­აქ­ტი­ურ­და თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გამ­ყიდ­ვე­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი. რო­გორ მუ­შა­ობს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა?

・თაღ­ლი­თე­ბი გი­კავ­შირ­დე­ბი­ან, რო­გორც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მყიდ­ვე­ლე­ბი.

・გიგ­ზავ­ნი­ან ცნო­ბი­ლი და სან­დო გა­დახ­დის პლატ­ფორ­მის ყალბ ბმულს, სა­დაც კომ­პა­ნი­ის და­სა­ხე­ლე­ბა­ში, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ერთი ასო იყოს შეც­ვლი­ლი.

・გთხო­ვენ ბმულ­ზე გა­დას­ვლას და მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნას, თით­ქოს­და ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჩა­სა­რი­ცხად.

・მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, თან­ხის მი­ღე­ბის ნაც­ვლად, თქვე­ნი ან­გა­რი­ში­დან ფული იკარ­გე­ბა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იყ­ვა­ნოთ გა­ურ­კვე­ველ ბმუ­ლებ­ზე:

◦ მო­ბა­ილ­ბან­კის მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხე­ლი

◦ პა­რო­ლი

◦ SMS ერთჯე­რა­დი კოდი

◦ სა­ბან­კო ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი მთა­ვა­რი წესი, რო­მე­ლიც უნდა გახ­სოვ­დეთ: რო­დე­საც თან­ხის მი­ღე­ბა გსურთ, გა­დამ­ხდელს მხო­ლოდ თქვე­ნი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი (IBAN) სჭირ­დე­ბა. ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ა­მოწ­მეთ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თი და კომ­პა­ნი­ის და­სა­ხე­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ბო­ლო," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. წყარო