ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი პირი
პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებს და თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
"ინტერპრესნიუსი"