რატომ გადავიდა ერევანში საცხოვრებლად გიორგი ტუმასიანი?!
"ძვირფასო მეგობრებო, მივიღე ჩემს აქამდე ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება. რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, არ და ვერ აღვწერ", - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი წერს.
" ცხოვრების ამ ეტაპზე გადავედი ერევანში, სომხეთში საცხოვრებლად. მე არ დამიტოვებია სამშობლო და ჩვენი ბრძოლა არც მაშინ , როდესაც 4 ჯერ გამასამართლეს, არც მაშინ როდესაც პირადად მემუქრებოდნენ, არც მაშინ როდესაც ჩემს სახლზე მოხდა თავდასხმა და პირადი მუქარები ჩემს მიმართ საჯარო საქმიანობის გამო.
რიგი მიზეზების გამო არ დავიწყებ საჯაროდ ახსნას, მაგრამ ჩემი ეს გადაწყვეტილება, ჩემი გათვლით და ღრმა რწმენით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს გამარჯვებას! ზუსტად იგივე ფასეუოიბების ქართველ სომეხად ვრჩები როგორიც ვიყავი ყოველთვის და როგორსაც მიცნობთ. საქართველოს და ქართველ ერს ჩემი სახით ჰყავს სომხეთში ყველაზე ერთგული თანამემამულე.
ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!" - წერს ტუმასიანი.