სასკოლო ფორმების შეძენა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი
პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.
ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.
“ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
"ინტერპრესნიუსი"