"გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა...მშვიდად იყავით, ეს ასე არ არის" - რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა...მშვიდად იყავით, ეს ასე არ არის" - რომან გოცირიძე

"გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან მესინჯერით და რამდენიმემ მომწერა კიდევაც. მათ ის ადარდებთ, რომ ფულს რიცხავენ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანაბრებზე. ის ძველი სესხები თუ არაა ჩამოწერილი, თავი ფული, დაგროვებული პროცენტებითურთ, გაუნადგურებს მათ დანაზოგებს.

ჩემო პასუხი ასეთია: მშვიდად იყვნენ, ეს ასე არ არის. ალბათ, ვისაც გაქვითული სესხების დასბრუნებლად მიმართეს, ან შეცდომაა, ან იმაზე მეტი ჰქონდა სესხი აღებული, ვიდრე დაფარვის ლიმიტით იყო გათვალისწინებული და იმაზე ედავებიან. შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს-არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის განზოგადება.

კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკი განმარტავს ამ საკითხს", - წერს გოცირიძე.