“აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! - ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს - კვირის პალიტრა

“აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! - ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი . ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ აღარ აპირებს "ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას და ხაზს უსვამს,რომ აზრს ვერ ხედავს იაროს სასამართლო სხდომებზე და დასძნეს: "მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!".

ექსპრემიერის თქმით, აღარც ის აინტერესებს, რომელ "პატიმარს ან მძევალს ზეწოლის მეთოდებით" რას დააწერინებენ მასზე რა ბრალს წაუყენებენ.

„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.

ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.

განაგრძეთ კითხვა