"მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ის ქა­ლის სახ­ლში მი­ვი­და" - მკვლელობა ანტალიის აეროპორტში- თურქული მედიის ცნობით, მოკლული საქართველოს მოქალაქე იყო - კვირის პალიტრა

"მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ის ქა­ლის სახ­ლში მი­ვი­და" - მკვლელობა ანტალიის აეროპორტში- თურქული მედიის ცნობით, მოკლული საქართველოს მოქალაქე იყო

38 წლის ელი­ნა შენ­გუ­ნი, ორი შვი­ლის დედა, ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის ავ­ტო­სად­გომ­ზე ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა მოკ­ლა. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51 წლის ჰუ­სე­ინ დურ­მა­ზი ქალს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუქ­რე­ბო­და.

მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ის ელი­ნას სახ­ლში მი­ვი­და, თუმ­ცა ქალი იქ ვერ იპო­ვა. მე­ო­რე დღეს კი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე - ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტში მი­ა­კი­თხა.შემ­თხვე­ვა 21 აგ­ვის­ტოს, ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის მე­ო­რე ტერ­მი­ნა­ლის ავ­ტო­სად­გომ­ზე მოხ­და.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ჰუ­სე­ინ დურ­მა­ზი და 38 წლის ელი­ნა შენ­გუ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ. ელი­ნა ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტში გა­ყიდ­ვე­ბის კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და ორი შვი­ლის დედა იყო. თურ­ქუ­ლი მე­დია მას ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა წერს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო.

მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ელი­ნას სახ­ლში მი­ვი­და

საქ­მე­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, დურ­მა­ზი ელი­ნას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუქ­რე­ბო­და.

მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ის ქა­ლის სახ­ლში მი­ვი­და, თუმ­ცა ელი­ნა იქ არ დახ­ვდა. მე­ო­რე დღეს დურ­მაზ­მა იცო­და, რომ ქალი ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის მე­ო­რე ტერ­მი­ნალ­ში მუ­შა­ობ­და და სწო­რედ იქ წა­ვი­და მის სა­ნა­ხა­ვად. გააგრძელეთ კითხვა