ანეკდოტები
- წამო, ძმაო, "ბაითი" გავტეხოთ.
- არა, "ბრატ", მიტყდება "ქართულ ოცნებასთან", ხალხმა ჩვენი გულისთვის პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ცოლი პიანინოზე უკრავს დიდი მონდომებით.
ქმარი:
- ჰო, კარგი, კარგი, გიყიდი იმ კაბას.
მიხოს ცოლი ოქროს ქვიშებზეა დასასვენებლად. ერთი კვირის შემდეგ მიხოს მისი მესიჯი მოსდის: "შენ მაინც ყველას სჯობიხარ!"
- თვალი რატო გაქვს ჩალურჯებული?
- საყვარელი ქალის გამო ვიჩხუბე...
- ოჰო! და ვის ეჩხუბე?
- ცოლს...
ღამით ცოლი აღვიძებს ქმარს:
- რა მოხდა? - ეკითხება ქმარი.
- არაფერი, მიკვირს, როგორ გძინავს ასეთი მცირე ხელფასის პატრონს?!