"დასავლეთი სომხეთს აშანტაჟებს - მიზანი სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნაა" - რუსეთის საგარეო უწყება - კვირის პალიტრა

"დასავლეთი სომხეთს აშანტაჟებს - მიზანი სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნაა" - რუსეთის საგარეო უწყება

დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„დიდი ალბათობით, სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა“, - განაცხადეს უწყებაში.

სამინისტროს მტკიცებით, ერევნის არგუმენტები, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის მინიჭება ხელს უშლის მას ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში, სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ინტერპრესნიუსი"