“თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ“ - სალომე ზურაბიშვილი - კვირის პალიტრა

“თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეზუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს „ფეისბუქ ლაივში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსრეპმიერი სასამართლო სისტემასა და კორუფციაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პრობლემები პირადად მას შეეხო.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, ღარიბაშვილის პოზიცია ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ექსპრემიერის განცხადებები გარკვეული არ არის და ის რაღაცას „ბოლომდე ვერ ბედავს“.

„რა ვთქვა, კარგი დროა, რომ ახლა ამხილა სასამართლო. რამდენი ხანია, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორები [ვსაუბრობთ]… რამდენჯერ მოისმინა თვით ბატონმა ღარიბაშვილმა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან შენიშვნები ჩვენს სასამართლოზე. მაშინ ამართლებდა ამ ყველაფერს და დღეს თურმე ამხილა, რადგან მას შეეხო. სანამ ადამიანებს არ ეხებათ უშუალოდ რაღაც, მანამდე ან თვალს ხუჭავენ ან ითმენენ, ან სხვაგან იყურებიან.ასეთი იყო ღარიბაშვილის პოზიცია ზუსტად.კორუფცია ხან აღიარა, ხან არ აღიარა, ვეღარ გავიგე ზუსტად რა ხდება ამ მიმართულებით. ებრძვის, იბრძვის, „გადავედი ბრძოლაზე“, მაგრამ ვის ებრძვის, ესეც გაუგებარია. ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს. ვის ებრძვის, ვინ არის სხვა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ვის აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ. სხვები ვინ არიან. მე არ ვიცი, ზარქუა თუა დღეს მმართველი ამ ქვეყნის, თუ ვინ უნდა იყოს, ცოტა გაუგებარია. ამიტომ მისი პოზიციაც არის გაუგებარი, რაღაც უნდა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს და ბოლომდე გარკვეული პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

განაგრძეთ ლითხვა