"ამბობენ, 80 წლის არ იქნება, იტყუებაო" - გაიცანით ქალი, რომლის 80 წლის იუბილის ვიდეოც სოციალური ქსელების სენსაცია გახდა - კვირის პალიტრა

"ამბობენ, 80 წლის არ იქნება, იტყუებაო" - გაიცანით ქალი, რომლის 80 წლის იუბილის ვიდეოც სოციალური ქსელების სენსაცია გახდა

"წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რას ჩა­ვიც­ვამ­დი. თუმ­ცა მოკ­ლე შარ­ვა­ლი ჩე­მებს არც გა­უკ­ვირ­დე­ბო­დათ, მა­ი­ა­მი­ში სა­კუ­რაო კოს­ტი­უ­მით და­დი­ან სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, იმ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როა. რად­გა­ნაც გა­ვი­გე გე­მის ფორ­მის ტორ­ტი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვე­ცა­დე ჩაც­მუ­ლო­ბაც შე­სა­ბა­მი­სი ყო­ფი­ლი­ყო“, - ამ­ბობს Ambebi,ge-სთან 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, მზია გალ­და­ვა, რომ­ლის ვი­დე­ოც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

mziagaldava4-33864-1787766915.jpg

ვი­დე­ოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - კად­რებ­ში აღ­ბეჭ­დი­ლი იყო მზია გალ­და­ვა 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე - ის მოკ­ლე თეთრ შარ­ვალ­ში შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ვი­დე­ოს სამი მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა და უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს. მზია გალ­და­ვა თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მზია, გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ: სად და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს პრო­ფე­სი­ა­ზე ...

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სე­ნაკ­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ზე შე­ვა­ჩე­რე, სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლის ოთხწლე­დი ტექ­ნი­კუ­მი და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ დი­ზა­ი­ნე­რო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი აღ­მო­მაჩ­ნდა, რაც გე­ნე­ტი­კუ­რად, დე­დის­გან მომ­დევს. მა­შინ­დელ ცენ­ტრა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტუ­დი­ე­ბის მო­სა­წყო­ბად მი­მიწ­ვი­ეს. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, თან ალ­ბათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ნი­ჭიც შე­მა­ტყვეს და უბ­ნის უფ­რო­სად დამ­ნიშ­ნეს.

თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ოთხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­ი­წყო. ხელ­ფა­სებს ვერ იხ­დიდ­ნენ, მთე­ლი ორი წელი ხელ­ფა­სი გა­ყი­ნუ­ლი იყო. შემ­დეგ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, რაც ზო­გი­ერთს შემ­დგომ­ში გა­უ­უქ­მდა. მე კი დავ­რჩი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, მაგ­რამ ხელ­ფა­სის გა­რე­შე იქ მუ­შა­ო­ბას რა აზრი ჰქონ­და?!

იმ დროს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი წი­თელ ჯვარ­ში მუ­შა­ობ­და, ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცო­და და გა­და­წყვი­ტა, სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი­ყო. ჩემი გა­მარ­თლე­ბა ის იყო, რომ ჩემს შვილს სა­ელ­ჩო­ში შევ­ყე­ვი. ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის სა­ბუ­თე­ბიც წა­ვი­ღე, მაგ­რამ სა­ბუ­თე­ბის­თვის არც შე­უ­ხე­დავთ, ორი­ვე დედა-შვილს თან­ხმო­ბა ჩაგ­ვირ­ტყეს. ასე წა­ვე­დით ამე­რი­კა­ში 1997 წელს. სხვა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არ იყო, იყო აღ­მას­ვლა, დაღ­მას­ვლა, ვარ­დნა, მაგ­რამ დღემ­დე ასე მოვ­დი­ვარ.

mziagaldava2-33849-1787766895.jpg

- დღეს რო­გო­რია თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა?

- რო­დე­საც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა არ არის რთუ­ლი, პი­რი­ქით. ვი­საც კა­ნონ­თან შე­გუ­ე­ბა უჭირს, მას იქ ყოფ­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მე დედა მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, კარ­გად აღ­მზარ­და და დის­ციპ­ლი­ნას მუ­დამ შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩა­ვე­დი, მათი წე­სე­ბით უნდა მე­ცხოვ­რა.

- რა არის თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რის სა­ი­დუმ­ლო?

- ჩემს ვი­დე­ო­ზე ზღვა კო­მენ­ტა­რე­ბი იყო, თით­ქმის ყვე­ლა პო­ზი­ტი­უ­რი, მაგ­რამ ორი­ო­დე თვალ­ში ცუ­დად მომ­ხვდა. წერ­დნენ, არ არის 80 წლის, იგო­ნებს, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლიო და ასე შემ­დეგ. არა­ვი­თა­რი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, ბო­ტოქ­სი, არა­ნა­ი­რი ინი­ექ­ცი­ე­ბიც კი არ გა­მი­კე­თე­ბია არა­სო­დეს! ასე­ვე წერ­დნენ, ალ­ბათ გე­ნე­ტი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლაო. არც ერთი და არც მე­ო­რე. გე­ნე­ტი­კაც არ მაქვს ცუდი, დედა ლა­მა­ზი იყო, მამა მა­ღა­ლი, ახო­ვა­ნი ვაჟ­კა­ცი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო პო­ზი­ტი­ვია.

განაგრძეთ კითხვა