რამ გამოიწვია ნეპალ-ტიბეტის რეგიონში ტრაგედია? - რა უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს საქართველომ?
ქართველი გლაციოლოგი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი ლევან ტიელიძე ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე მოომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე, ტიბეთის მთებში დაგროვილმა და შემდგომ ჩამოწოლილმა მეწყერმა, გაანადგურა რამდენიმე მშენებარე მცირე ზომის კაშხალი, სასაზღვრო გამშვები პუნქტი, და ხეობაში მდებარე დასახლებები.
ტრაგედიას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ამ დრომდე დაკარგულდ ითვლება.
როგორც ლევან ტიელიძე აღნიშნავს, აუცილებელია ქვყნებმა, მათ შორის საქართველომ ადრეული გაფრთხილების სისტემების განავიტაროს. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს
“დღეს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული სტიქიური მოვლენა, წინასწარი შეფასებით, გლაციალური ღვარცოფის ტიპის უეცარი წყალმოვარდნა იყო. თითქმის დადასტურებულია, რომ იგი მყინვარის ჩამონგრევამ ან კლდოვან-ყინულოვანი მასის ზვავმა გამოიწვია, რასაც, სავარაუდოდ, წინ უძღოდა მიწისძვრის მიერ გამოწვეული ბიძგი. ამას ემატებოდა ბოლო დღეებში ნეპალსა და სამხრეთ ტიბეტში მოსული უხვი ნალექიც. ამ დროისთვის დაკარგულად დაახლოებით 400 ადამიანი ითვლება