დიდი ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა - რატომ იქცა ნეპალი უბედურების ზონად?! - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა - რატომ იქცა ნეპალი უბედურების ზონად?!

ნეპალში მომხდარმა ღვარცოფმა, რომლის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მთელი მსოფლიო შეძრა. უახლესი ინფორმაციით, ნეპალსა და ტიბეტის რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 1 500 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 165-ს აჭარბებს.

პოლიციისა და ტურიზმის წარმომადგენლების თქმით, ნეპალში დაკარგულ 826 ადამიანს შორის თითქმის 600 უცხოელია.

screenshot-2026-08-27-104417-1787813102.png

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეპალში, ჩინეთის საზღვართან წყალდიდობა მოხდა, რომელიც ღვარცოფის ჩამოწოლამ გამოიწვია. ნეპალის ხელისუფლების ცნობით, ოთხშაბათს დილით კატასტროფის გამო 162 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. კატასტროფის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო მთის მდინარეში ჩავარდნილი მთიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ყინული.

უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია მაღალსართლიანი კორპუსები, ხიდები, დატბორა ქუჩები, გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ცდილობს ხალხი მაღალ მთაზე ასვლას, მაგრამ ღვარცოფის ტალღა წამებში ფარავს მთის ფერდობს.

ჩინური მედიის ცნობით, ტიბეტში ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, ისინი ყველანი სასაზღვრო პუნქტთან იმყოფებოდნენ. სწორედ ეს არის მთავარი ადგილი, საიდანაც ტურისტები ჩინეთსა და ნეპალში გადადიან.

screenshot-2026-08-27-104408-1787813102.png

რატომ აღმოჩნდა ამ ადგილას ასობით ტურისტი?

გავრცელებული ინფორმაციით, ეს კონკრეტული ადგილი არ არის პოპულარული ტურისტული ტურებისთვის, მაგრამ წლის ამ დროს სწორედ ამ ადგილზე უამრავი ბუდისტი და ინდუისტი იყრის თავს.

კატასტროფის ადგილთან ახლოს, ტიბეტში მდებარეობს ტბა მანასაროვარი, რომელიც ინდუიზმში და ბუდიზმში წმინდა ტბად ითვლება და სწორედ ამიტომ, ამ ტბაზე უამრავი მომლოცველი მიდის და ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი მის გარშემო რიტუალურ შემოვლას ასრულებს. მორწმუნეებს სწამთ, რომ ტბაში განბანვა ადამიანს ყველა ცოდვისგან ათავისუფლებს.

მანასაროვარის გარდა, ნეპალის ტერიტორიაზეც არის კიდევ ერთი წმინდა ტბა - გოსაიკუნდა. სწორედ ამ ადგილების სანახავად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი თუ მომლოცველი დადის. ტურისტული კომპანიის დირექტორის ცნობით, კაილასის მთის გარშემო საფეხმავლო მარშრუტი განსაკუთრებულად პოპულარული სწორედ ამ დროს, სავსემთვარეობის პერიოდშია.

დიდი ტრაგედია

ადამიანები, რომლებლად სასწაულებრივად მოახერხეს გადარჩენა, ღვარცოფის მოვარდნის საშინელ წამებს აღწერენ:

„ეს იყო ტალახის უდიდესი ნაკადი, რაც უფრო ახლოვდებოდა, უფრო იზრდებოდა. ტალახის ტალღა პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდა. როცა დავინახე, რომ ჩვენს სახლში შემოვარდა, სწრაფად მოვკიდე ხელი ჩემს მეუღლეს ტერასაზე რომ გამეყვანა, მაგრამ ტალღამ წაიღო“, - ამბობს 68 წლის კეშავ პრასად ბარალი, რომლის კომენტარსაც Reuters აქვეყნებს. ის რომელიც რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ სახლის სახურავიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, მოულოდნელი წყალდიდობის მიზეზი მეწყერი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:37 საათზე მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია, - განაცხადა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიშირ კჰანალმა. გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითმა ცენტრმა (პოტსდამის ჰელმჰოლცის ცენტრმა) ოთხშაბათს დილით 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.

screenshot-2026-08-27-104353-1787813103.png

ნეპალის მეტეოროლოგიური ცენტრის წარმომადგენლებმა კი "ბი-ბი-სის" კორესპონდენტს განუცხადეს, რომ თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, ტიბეტის ერთ-ერთი მთის მწვერვალიდან, შესაძლოა, მყინვარის გიგანტური ფრაგმენტი მოწყდა.

მათი ვერსიით, ამის შედეგად დაბლა ქვებისა და ქანების ფრაგმენტები წამოვიდა, რასაც, თავის მხრივ, ხახუნის შედეგად ყინულის დნობის გამო, გარკვეული რაოდენობის წყლის წარმოქმნა შეეძლო. ყინულისა და მთის ქანების ამ ფრაგმენტებს შესაძლოა გადაეკეტათ მდინარე ლჰენდეს კალაპოტი, რომელმაც მოგვიანებით გაარღვია ეს ხელოვნური კაშხალი, გადმოვიდა ნაპირებიდან და დინების მიმართულებით ტალახისა და წყლის მასები დაიძრა.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტიქიური უბედურება ნეპალში მომხდარმა მეწყერმა გამოიწვია.

უახლესი მონაცემებით, ნეპალსა და ტიბეტის რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 1 500 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

(სპეციალურად საიტისთვის)