„უჩვეულო და განსაკუთრებულ საგარეო საფრთხე": რატომ გამოაცხადა ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა?! - კვირის პალიტრა

„უჩვეულო და განსაკუთრებულ საგარეო საფრთხე": რატომ გამოაცხადა ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა?!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც, ქვეყნის ელექტროქსელის დასაცავად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უცხოური ელექტრომოწყობილობების გამოყენება აკრძალა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, განკარგულებაში საუბარია „უჩვეულო და განსაკუთრებულ საგარეო საფრთხეზე“, რომელსაც უცხოეთში წარმოებული ელექტროენერგეტიკული სისტემები ქმნის და რომლებმაც შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით მოწყვლადობა გამოიწვიოს.“

„ვადგენ, რომ ელექტროენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების უცხოური მიწოდების მხრივ არსებული ვითარება წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს, რომლის წყაროც მთლიანად ან არსებითად შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არის და რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას. შესაბამისად, ამ საფრთხესთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, - აღნიშნულია ტრამპის განკარგულებაში.

თეთრი სახლის განმარტებით, განკარგულების საფუძველზე, აშშ-ში აიკრძალება უცხოეთში წარმოებული ელექტროენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი გარკვეული მოწყობილობების შეძენა ან დამონტაჟება, მათ შორის, შესაბამისი კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული შესაძლებლობების, რომლებმაც შესაძლოა კიბერუსაფრთხოების ან ოპერაციული რისკები შექმნას

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა