" რუსეთი 2026-2027 წლებში 600 000 სამხედროს მობილიზაციას გეგმავს" - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
რუსეთი 2026-2027 წლებში 600 000 სამხედროს მობილიზაციას გეგმავს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი გეგმაზე მუშაობს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე 300 000, ხოლო 2027 წელს კიდევ 300 000 სამხედროს მობილიზაციას ითვალისწინებს.
„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მობილიზაციის დამატებით ტალღას განიხილავს როგორც პასუხს, აგრესორი ქვეყნის მიერ ომში ინიციატივის დაკარგვაზე, ფრონტზე დანაკარგების ზრდასა და რეგიონებში საკონტრაქტო გაწვევის პროცესის მნიშვნელოვან შენელებაზე“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"