“გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრების ჩვენებები არსებითი მნიშვნელობის არ არის - ერთ-ერთს გამოკითხვის ოქმში უწერია: „დავგუგლე“ და არ მყავს ნანახიო“, თუ „დაგუგლვა“ და სახის აღდგენა გჭირდება, ე.ი. არ გახსოვს“ - პროკურორი - კვირის პალიტრა

“გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრების ჩვენებები არსებითი მნიშვნელობის არ არის - ერთ-ერთს გამოკითხვის ოქმში უწერია: „დავგუგლე“ და არ მყავს ნანახიო“, თუ „დაგუგლვა“ და სახის აღდგენა გჭირდება, ე.ი. არ გახსოვს“ - პროკურორი

მოწმეებად წარმოდგენილები იყვნენ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ფიზიკურად არ ახსოვთ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. დღევანდელმა მოწმემ თქვა, „დავგუგლე“, გადავამოწმე და არ მყავს ნანახიო. მე ვუთხარი, თუ ადამიანის „დაგუგლვა“ და სახის აღდგენა გჭირდება, ე.ი. არ გახსოვს ის, შესაბამისად, ჩემი კითხვებიც ამ მიმართულებით დაისვა და პასუხებიც აბსოლუტურად ლოგიკურად მივიღე, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაცვის წევრების ჩვენებები არ არის არსებითი მნიშვნელობის, რადგან რომეო მიქაუტაძე იმ დროისთვის არ იყო ცნობილი და მისი იქ ყოფნა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ვერ იქნებოდა დასამახსოვრებელი.

„დაცვის მხარემ რაც დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა და წარმოადგინა მოწმეები, უმეტესად სახეზე წარმოდგენილები იყვნენ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლები, თითოეული მათგანი საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკურად არ ახსოვს, არ უნახავს და ა.შ. რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. მანამდე ბრალდების მხარესაც დაცვის სხვა წევრები გამოკითხული ჰყავდა და იყო ჩვენება, რომ მეოთხე სართულზე, სადაც კაბინეტი იყო, იმ სართულზე ნამდვილად ნანახი ჰყავდათ რომეო მიქაუტაძე.

ვერცერთი დაცვის წევრი ვერ იქნება დარწმუნებული იმასთან დაკავშირებით, ნანახი ჰყავს თუ არა ეს პიროვნება იქ, თუ რაღაც გამონაკლისთან არ გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, დაცვის წევრების ჩვენებები არ არის არსებითი მნიშვნელობის.

განაგრძეთ კითხვა