“დროა დავუბრუნდეთ საკითხს, უფრო მეტად როგორ შეგვიძლია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ“ - შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის საგარეო უწყებები - კვირის პალიტრა

“დროა დავუბრუნდეთ საკითხს, უფრო მეტად როგორ შეგვიძლია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ“ - შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის საგარეო უწყებები

ევროკავშირმა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ. ამის შესახებ შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

წერილის ადრესატები არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი.

“ყოველ დღე, ომის ფასი იზრდება, მაშინ, როდესაც რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები შეუჩერებლად გრძელდება. ნიშანი არ არის იმისა, რომ რუსეთს აგრესიის გაჩერება სურს, და მისი შედეგები სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე. უკრაინას მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ევროკავშირმა, თავის პარტნიორებთან დიალოგში, უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, პროგნოზირებადი და სტრუქტურირებული ფინანსური დახმარების მიწოდება, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის საჭიროებებთან. გვჯერა, რომ ახლა დროა დავუბრუნდეთ საკითხს, უფრო მეტად როგორ შეგვიძლია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ.

განაგრძეთ კითხვა