"ასე ემართებათ ფულზე დახარბებულ სულელებს - კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს, ივანიშვილი ამ კრიზისიდან ვერ გამოვა" - რას წერს ხატია დეკანოიძე
ნამდვილად კომიკურია მდინარაძის ფიგურა და მისი პოლიტიკური “მოღვაწეობაც”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმძიმეს კრიზისშია "ქართული ოცნება“ - კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს, ამ კრიზისიდან ვერ გამოვა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, "ასეთი ღრმა ეროზია ზუსტად იმ სისტემის ბრალია, რაც ივანიშვილმა შექმნა და ილუზია ჰქონდა, რომ უძლეველი იყო“.
"ნამდვილად კომიკურია მდინარაძის ფიგურა და მისი პოლიტიკური “მოღვაწეობაც”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმძიმეს კრიზისშია "ქართული ოცნება“. ასეთი ღრმა ეროზია ზუსტად იმ სისტემის ბრალია, რაც ივანიშვილმა შექმნა და ილუზია ჰქონდა, რომ უძლეველი იყო.
კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს - ამ კრიზისიდან ვერ გამოვა ივანიშვილი. ასე ემართებათ ფულზე დახარბებულ სულელებს,“ - წერს დეკანოიძე.