ცოცხების საქმე, ტომი მეორე: რა დაფარა ლადო ბედუკაძემ? - კვირის პალიტრა

ცოცხების საქმე, ტომი მეორე: რა დაფარა ლადო ბედუკაძემ?

ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:

- თუკი 25 აგვისტოს ადეიშვილმა ყველაფერი იცოდა, თქვენი აზრით, არჩევნებამდე რატომ არაფერი იღონა მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად?

- სწორედ ეს არის გამოსაძიებელი.  24 აგვისტოს არის აღძრული საქმე, 24 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ფარულავა  ციხეში მუშაობდა. თუ პატიმრებს "აწამებდა", რატომ ამუშავეს ერთი თვე? რატომ დააცადეს? რატომ მიიყვანეს საქმე აქამდე? რაღაც დიდი სპექტაკლი იყო, თუნდაც საზღვარზე აკობიას დაკავება მაეჭვებს. როგორც ვიცი, გიორგი ლომიას უთქვამს, საზღვარზე მე ვაცილებდი აკობიასო. მაშინ რატომ არ დააკავეს თავად ლომია? ამდენი რამ დადგეს, უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და ლომიას დაკავება გაუჭირდათ? ლომიამ უფრო უარესი განცხადება გააკეთა, - აკობია კი არ დააკავეს, მოწმის დაცვის პროგრამაში ჩასვესო...

...

- ვლადიმერ ხომერიკს (რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტს) რა კავშირი ჰქონდა თქვენთან?

- მე არ ვიცნობ რუსეთში მოღვაწე ქართველებს.

- მაგრამ ხომერიკი ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი ბიჭები თქვენ გპატრონობენ, რომ ის პირადად ერიდება თქვენთან დალაპარაკებას, მაგრამ მისი ბიჭების მეშვეობით იგებს თქვენს ამბებს.

- სად მოისმინეთ ეგ ჩანაწერი? მე ის არ გამომიაშკარავებია. მე ხომერიკს არ ვადანაშაულებ...

ინტერვიუ სრულად იხილეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.