საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3.1(ML) მაგნიტუდა შეადგინა.