გოროზიების მამა - ერთ-ერთი მთავარი მაფიოზი მარტვილში?! - კვირის პალიტრა

გოროზიების მამა - ერთ-ერთი მთავარი მაფიოზი მარტვილში?!

ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:

"- მარტვილელები ერთი თვეა საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიასა (ზაზა გოროზიას ძმა) და გამგებელ მამუკა დანელიას გადადგომას ითხოვენ. მარტვილში დღეს სამოქალაქო პროტესტია. ამ ადამიანებმა თვითონ შექმნეს სამოქალაქო მოძრაობა. აქ არიან ზვიად გამსახურდიას ყოფილი მომხრეები, მარტვილის ინტელიგენციის ნაწილი. გოროზიებმა გლეხებს საკარმიდამო მიწები წაართვეს. მიწაწართმეულმა გლეხებმა კი პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის პარკებში მიწა ჩაყარეს, საკრებულოსთან მიიტანეს და გოროზიას მოსთხოვეს, ჩვენი მიწა დაგვიბრუნეო. გოროზიების კლანმა ზღვარს გადააბიჯა. ამიტომაც დაუპირისპირდა მათ ხალხი, რომლის უკანაც არავინ დგას.

გოროზიების მამა ერთ-ერთი მთავარი მაფიოზია მარტვილში. სააკაშვილი ცდილობს გოროზიების კლანის გამაგრებას. მან უბრძანა გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გადამდგარიყვნენ. სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს უნდა შეინარჩუნოს მარტვილი, როგორც უკანასკნელი ბასტიონი სამეგრელოში."

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.