კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - ორი პირის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - ორი პირის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა.

შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"