“ამბობენ, რომ "სპარში" დაიწყო დაპირისპირება “ - ახალი დეტალები ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე: რას ჰყვებიან ადგილობრივები
ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა - რუსეთის მოქალაქეს საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება.“ახალგაზრდა მამაკაცი არის მოკლული, არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორც ვიცით, 2 დღის წინ აქვს გადმოკვეთილი რუსეთის საზღვარი. ამბობენ, რომ "სპარში" დაიწყო დაპირისპირება და ამის შემდეგ, კამერებით, ბარათაშვილის მიმართულებით მოდიან.