“ბებიაჩემი აჩუქეს ფრანგ მეცენატს... “ - რა ისტორიებს იხსენებს შეფი გურამ ბაღდოშვილი წარმომავლობაზე, ოჯახსა და ემიგრაციაზე - კვირის პალიტრა

“ბებიაჩემი აჩუქეს ფრანგ მეცენატს... “ - რა ისტორიებს იხსენებს შეფი გურამ ბაღდოშვილი წარმომავლობაზე, ოჯახსა და ემიგრაციაზე

ცნობილი შეფი გურამ ბაღდოშვილი გვანცა დარასელიას პოდკასტის სტუმარი იყო. საუბრისას მან ოჯახის ისტორიაზე, საკუთარ წარმომავლობასა და იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებმაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს.

ბაღდოშვილის თქმით, მამის მხრიდან მისი ოჯახის ფესვები მესხეთსა და გურიას უკავშირდება, თავად კი სხვადასხვა წარმომავლობის წინაპრები ჰყავს — მამა ქართველი იყო, დედა კი ნახევრად გერმანელი და ნახევრად ბენდერი.

„მამაჩემი ქართველი იყო, დედაჩემი ნახევრად გერმანელი, ნახევრად ბენდერი. ამიტომ აქედან გამომივიდა ეს აჯაფსანდალი, ასეთი შერეული სისხლის მატარებელი ვარ“, — ამბობს შეფი.

გვანცა დარასელიამ სტუმარს ჰკითხა, მშობლებზე ფიქრისას რა მოგონება ახსენდებოდა ყველაზე ხშირად დედასა და მამასთან დაკავშირებით. პასუხისას გურამ ბაღდოშვილმა ოჯახის წარსულზე დაიწყო საუბარი და განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა ბებია — ეკატერინე ანთაძე ბაღდოშვილისა.

ბებიაზე საუბრისას შეფმა ემოციები ვეღარ შეიკავა და ატირდა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო