შესაძლოა ბიბლიურ საიდუმლოს ინახავდეს - თურქეთში არქეოლოგებმა1500 წლის წინანდელი ქრისტიანული ამულეტი აღმოაჩინეს
თურქეთში არქეოლოგებმა 1500 წლის ქრისტიანული ამულეტი აღმოაჩინეს, რომელშიც ფურცელივით თხელი ოქროს ფირფიტაა მოთავსებული. ექსპერტთა ვარაუდით, მასზე, შესაძლოა, ბიბლიური ტექსტი იყოს დატანილი.

აღმოჩენა ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში მდებარე თურქმენ-კარაჰოიუქის (Türkmen Karahöyük) არქეოლოგიურ ობიექტზე გაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა სახელმწიფო სააგენტო “Anadolu Agency“-მ გაავრცელა.

არქეოლოგიურ გათხრებს 13 ქვეყნის 60-მდე მკვლევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ახორციელებდა.
აღმოჩენილი ამულეტი ახ. წ. IV–V საუკუნეებით თარიღდება პერიოდით, რომელიც ქრისტიანობის ისტორიისთვის გარდამტეხ ხანად მიიჩნევა.