"შავი ზღვის თასი" საქართველოში დარჩა - კვირის პალიტრა

"შავი ზღვის თასი" საქართველოში დარჩა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირ „შავი ზღვის თასს” მეორედ უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 6 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.

xjckjxzv-1788000504.jpg

„შავი ზღვის თასის” ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა. მასპინძლებმა ტიტული დაიცვეს, ამჯერად ფინალში ბულგარეთის ნაკრები 27-19 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ქართულმა გუნდმა "Grandpas” მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებს 33-31 აჯობა.

mweflwhd-1788000504.jpg

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, დაცვის საუკეთესო მოთამაშე - სტოიჩო მიტევ (ბულგარეთი), ხოლო შეტევის - კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).

ამერიკული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოწვეულ სტმრებს სპეციალური სიგელები გადაეცათ: მაია აზარაშვილს, ამირან ქირიას, ლუკა ქირიას, დავით არეშიძეს, პაველ ფილიპოვს (ყაზახეთის ნაკრები), მარტინ დოიჩევს (ბულგარეთის ნაკრები), ლაშა ნარსიას, გიორგი დათუნაშვილს, ალექს თიგაის და გიორგი ვაჩეიშვილს.

m5eseofo-1788000504.jpg

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციამ ასევე მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ყველა ის მსაჯი, რომელმაც ტურნირის ჩატარებაში უდიდესი წვილი შეიტანა.