პუტინს მორიგი მფრინავი „დათვიც“ აუფეთქეს, ოღონდ...უკვე ძრავებდახსნილი... - კვირის პალიტრა

პუტინს მორიგი მფრინავი „დათვიც“ აუფეთქეს, ოღონდ...უკვე ძრავებდახსნილი...

28 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა შეძლეს რუსეთის „ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომზე მორიგი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენის Ту-95МС-ის აფეთქება, სწორედ ერთ-ერთი იმის, რომელიც უკრაინის ქალაქებისკენ და თავად კიევისკენ Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებდაო...

მართლაც, რუსეთის ქალაქ ენგელსში მაცხოვრებლების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს,თუ როგორ მიფრინავს „შაჰიდ/გერანის“ კონსტრუქციის მსგავსი,ოღონდ უკრაინული კამიკაძე-დრონი MICH 2000-ი (რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრი „ალფა“ ხშირად იყენებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მნიშვნელოვან ობიექტებზე შესატევად) „ენგელსი-2“-ი აეროდრომისკენ და მალევე ამ აეროდრომის მხრიდან აფეთქების ხმა გაისმის და შავი კვამლიც ამოდის...

28 აგვისტოს საღამოსვე უკვე იდება კომერციული თანამგზავრის მიერ გადაღებული რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სტრატეგიული მნიშვნელობის „ენგელს-2“ აეროდრომის ნორმალური ხარისხის ფოტო,რომელზეც კარგად ჩანს,რომ აეროდრომის ბეტონირებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მდგარ Ту-95МС-ი ტიპის რაკეტმზიდ-ბომბდამშენს ფაქტობრივად მოწყვეტილი აქვს ფრთის მარჯვენა კონსოლის ბოლო(საერთოდ,თანამედროვე თვითმფრინავებს მხოლოდ ერთი ფრთა აქვთ,ორფრთიანებს ბიპლანები ეწოდებათ,მაგალითად Ан-2 და არ არის სწორი, მარცხენა და მარჯვენა ფრთებათ, ერთი ფრთის მარცხენა და მარჯვენა კონსოლების მოხსენება),რაც იმას ნიშნავს,რომ უკრაინული „ალფას“ ოპერატორმა უკრაინის ფრონტის ხაზიდან 600-იოდე კმ-ით დაშორებულ და კარგად დაცულ ამ რუსულ სამხედრო აეროდრომზე კამიკაძე-დრონი ზუსტად „დაასვა“ სტრატეგიულ Ту-95МС-ს,რომელსაც სტალინის დროიდან ნატოში „დათვად“ მოიხსენიებენ,თუმცა...

2-dat-1788000888.jpg
ამ თანამგზავრულ ფოტოზე 28 აგვისტოს ფრთამოტეხილი რუსული Ту-95МС-ი მოჩანს „ენგელს-2“-ის აეროდრომზე,რომელსაც ფრთაზე რატომღაც...სამი ძრავა აკლია...

თუმცა,პატარა ეჭვის მაინც ჩნდება,იმის შემდეგ,როდესაც ამ თანამგზავრულ ფოტოს ჩაუკირკიტებ-საქმე ის არის,რომ რუსული „დათვის“ ოთხი ძრავიდან,სურათზე მხოლოდ ერთი მოჩანს და ისიც ფრთის მარჯვენა კონსოლის მოტეხილ ნაწილთან,მაგრამ სად გაქრა დანარჩენი სამი უზარმაზარი ტურბოხრახნიანი ძრავა?

თავის დროზე,ასე სამი ათეული წლის წინ,ამ სტატის ავტორს საშუალება ჰქონდა ახლოდან დეტალურად დაეთვალიერებინა ეს რუსული მფრინავი „დათვი“-Ту-95МС და დამდგარიყო მისი 6 მ სიგრძის НК-12 ტიპის ტურბოხრახნაინი ძრავის ქვეშ,რომელიც 15 ათას ცხ.ძ. სიმძლავრეს ანვითარებს და ერთმანეთის საპირისპიროდ დიდი სიჩქარით აბრუნებს რვა საჰაერო ხრახნს,თითოეულს 6,2 მ დიამეტრისას.

...და თანამგზავრულ ფოტოზე ოთხიდან სამი ძრავი არსად ჩანს,რასაც ძალაუნებურად მივყავართ დასკვნამდე-უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ ასეთი სიშორიდან და ასეთი სიზუსტით დაზიანებული და ფრთამოტეხილი ეს რუსული Ту-95МС მართალია იდგა აეროდრომის ასაფრენ ზოლზე,მაგრამ ის ვერანაირად ვერ აფრინდებოდა და გაუშვებდა რაკეტებს უკრაინის მიმართულებით,რადგან ეს რუსული მფრინავი „დათვი“...„თვითმფრინავების სასაფლაოდან“ გახლდათ,ჩამოწერილი,ძრავებდახსნილი და გამოყენებული „ცრუ სამიზნედ“ უკრაინის დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად,რაც პრინციპში კიდევაც გამოუვიდა რუსულ მხარეს,თანაც იმ დონეზე,რომ თავად უკრაინის პრეზიდენტმაც კი აღნიშნა ეს „წარმატება“...

საერთოდ, „თვითმფრინავების სასაფლაოდან“ გამოყვანა და აეროდრომების სხვადასხვა ადგილებში ჩამოწერილი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დაყენება „ცრუ სამიზნეებად“, ძველი სამხედრო ეშმაკობაა და მას რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში თავად უკრაინელებიც აქტიურად იყენებდნენ,როდესაც უკრაინულ აეროდრომების დაბომბვა დაიწყო და რუსული პროპაგანდაც თავის მოსახლეობას ყოველდღიურად ათობით უკრაინული „მიგ“-ისა და „სუ“-ს აეროდრომზევე განადგურებას ახარებდა-სინამდვილეში ეს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი,ნაწილებად დაშლილი,გაძარცული და საფრენად უვარგისი თვითმფრინავები გახლდათ,რომლებიც რუსული ბომბდამშენების სამიზნეებში(მაშინ ჯერ კიდევ ბედავდნენ რუსი სამხედრო პილოტები უკრაინის ცაში შეფრენას) ნამდვილ სამიზნეებად მოჩანდნენ...

რუსულ „ენგელს-2“-ის სამხედრო აეროდრომზე უკრაინულ კამიკაძე-დრონებს აქამდეც არაერთხელ შეუტევიათ და იქ მდგომი თვითმფრინავები აუფეთქებიათ,თუნდაც სულ ახლახანს-19 ივლისს,როდესაც უკრაინულმა დრონმა(მაშინაც MICH 2000-ი ტიპის კამიკაძე-დრონი გამოიყენა უკრაინულმა „ალფამ“) მორიგ რუსულ მფრინავ „დათვს“-Ту-95МС-ს კუდი მოაჭრა,ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით(იხილეთ 2026 წლის 19 ივლისის ამავე ბლოგ „არსენალის“ სტატიაში „რუსული „დათვისთვის“ კუდი მართლაც მოუჭრიათ...“).

3-dat-1788000889.jpg
19 ივლისის იმავე „ენგელს-2“-ზე კუდმოჭრილ რუსული „დათვის“ თანამგზავრული ფოტოზეც, Ту-95МС-ე „თვითმფრინავების სასაფლაოდან“ გამოყვანილ „ცრუ სამიზნეს“ წააგავს...

ახლა,როდესაც ხელახლა ვაკვირდებით 19 ივლისის „კუდმოჭრილი დათვის“ თანამგზავრულ ფოტოს,ჩნდება ეჭვი,რომ 28 აგვისტოს „ფრთამოჭრილი დათვის“ მსგავსად,მგონი მასაც აკლია ძრავები,რაც იმაზე მიუთითებს,რომ ის რუსული მფრინავი „დათვიც“ ჩამოწერილი უნდა ყოფილიყო...

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების განკარგულებაში 47 ერთეული Ту-95МС ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი ირიცხებიოდა,თუმცა უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს,რომ მათგან მხოლოდ 38 თუა ბრძოლისუნარიანი.

Oryx-ის ფოტოვიდეო მონაცემებით,ამ ომის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული იყო 11 ერთეული რუსული Ту-95МС-ის მწყობრიდან გამოყვანა აეროდრომებზე(მათგან 8 სრულიად განადგურებული,სამი დაზიანებული),რასაც უკრაინამ 2025 წლის 1 ივნისს უნიკალური სპეცოპერაციის „აბლუბადას“ ფარგლებში ოთხ რუსულ სამხედრო აეროდრომზე FPV-დრონების წარმატებული მასიური შეტევით მიაღწია.

მას შემდეგ,რუსეთი ცდილობს უკრაინის საზღვრიდან რაც შეიძლება შორს ჰყავდეს სტრატეგიული ბომბდამშენები და ისინი შორეული აღმოსავლეთის აეროდრომებზე „გადახვეწა“,ხოლო „ენგელს-2“-ის აეროდრომზე კი სწორედ „თვითმფრინავების სასაფლაოდან“ გამოყვანილი ჩამოწერილი „დათვები“ განათავსა,უკრაინის დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად...

საგულისხმოა,რომ რუსეთი „ენგელ-2“-ის აეროდრომზე წელზე მეტია აშენებს 17 ერთეულ უზარმაზარ დაცულ ანგარებს,სადაც შეიძლება 50 მ სიგრძის „დათვების“-Ту-95МС-ებისა და 54 მ-იანი „თეთრი გედების“- Ту-160-ების შედარებით უსაფრთხოდ განთავსება და ლოგიკურად თუ განვსჯით,სანამ არ არის დასრულებული ეს გადახურული და დაცული ანგარები,რატომ განათავსებდა აეროდრომზე ღიად და დაუცველად ბრძოლიუნარიან სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს რუსეთი,როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები სისტემატურად წვდებიან „ენგელს-2“-ს?