“ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები“ - გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ვრცელ მიმართვას ავცელებს
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და საზოგადოების მოლოდინებს პასუხობს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აქამდე საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებდა ვრცელ კომენტარებს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ამჟამად გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა - ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება, რის შემდეგაც შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს პირთა ხელახალი გამოკითხვა ან სხვა პირთა გამოკითხვა.“მოგესალმებით, მეგობრებო.
გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს.
მსურს მოგახსენოთ, რომ დაზარალებულის ადვოკატებმა ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები.
გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.
გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხის მიღებასა და ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება შესაბამისი დრო. აღნიშნულის შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს პირთა ხელახალი გამოკითხვა ან სხვა პირთა გამოკითხვა.