ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა - აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლით გზაზე დაზიანებული ასფალტის საფარი უკვე აღდგენილია და გზა გახსნილია.