უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს...“ - მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, AI-ს მიერ შექმნილ შარჟს ეხმაურება
მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, AI-ს მიერ შექმნილ შარჟს ეხმაურება.
“ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო, სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის.
უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს, თავი შეიკავოთ გავრცელებისგან, ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას და ხელს უწყობთ ეს ამბავი გახდეს სალაპარაკო. ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.
ზოგადად, უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ... ეს კი, ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს.