მსოფლიოს უდიდესი მარაგები ამერიკის ხელშია - ტრამპმა ვენესუელის 65 მილიარდ ბარელ ნავთობზე კონტროლი დაამყარა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უდიდესი მარაგები ამერიკის ხელშია - ტრამპმა ვენესუელის 65 მილიარდ ბარელ ნავთობზე კონტროლი დაამყარა

“აშშ-მა ვე­ნე­სუ­ე­ლას­თან შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამე­რი­კა ამ ქვეყ­ნის 65 მი­ლი­არდ ბა­რელ­ზე მეტ და­დას­ტუ­რე­ბულ ნავ­თო­ბის მა­რაგს გა­ა­კონ­ტრო­ლებს“, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს შე­თან­ხმე­ბა ორ­ჯერ მე­ტად გაზ­რდის ამე­რი­კის ნავ­თო­ბის მა­რა­გებს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს საწ­ვა­ვის ფა­სებს ყვე­ლა ამე­რი­კე­ლის­თვის.

ვე­ნე­სუ­ე­ლის დრო­ე­ბით­მა პრე­ზი­დენ­ტმა დელ­სი როდ­რი­გეს­მა შე­თან­ხმე­ბას ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღორ­ძი­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა უწო­და. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სი და ოპო­ზი­ცია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი სკეპ­ტი­ციზ­მით უყუ­რებს.

maduro-42065-1788088106.jpg

ტრამპმა ვე­ნე­სუ­ე­ლის რე­ზერ­ვე­ბის ათ­ვი­სე­ბა მას შემ­დეგ და­ა­ა­ნონ­სა, რაც იან­ვარ­ში აშშ-ის სპეც­რაზმმა ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლას მა­დუ­რო და მისი მე­უღ­ლე სი­ლია ფლო­რე­სი კა­რა­კას­ში შე­ი­პყრეს, რათა ის ნიუ-იორკში ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბით გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და ვე­ნე­სუ­ე­ლის ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვას.

მან ვე­ნე­სუ­ე­ლის ნავ­თობ­ზე უფ­ლე­ბე­ბი იმი­თაც ახ­სნა, რომ ამ ქვე­ყა­ნამ წარ­სულ­ში “ცალ­მხრი­ვად მი­ით­ვი­სა და გა­ყი­და ამე­რი­კუ­ლი ნავ­თო­ბი, აქ­ტი­ვე­ბი და პლატ­ფორ­მე­ბი, რაც მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი დაგ­ვიჯ­და“. მა­დუ­როს და­ტყვე­ვე­ბის შემ­დეგ აშშ-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ყო­ფილ ვიცე-პრე­ზი­დენტ დელ­სი როდ­რი­გესს. სწო­რედ მან გა­ა­ფორ­მა ვა­შინგტონ­თან ენერ­გე­ტი­კუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

100-წლი­ა­ნი კონ­ცე­სია და კერ­ძო გი­გან­ტე­ბის მი­ლი­არ­დე­ბი - რას ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­თან­ხმე­ბა?

განაგრძეთ კითხვა