აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს: ეს გამონაკლისი მხოლოდ წელს იქნება - რას აცხადებს გივი მიქანაძე - კვირის პალიტრა

აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს: ეს გამონაკლისი მხოლოდ წელს იქნება - რას აცხადებს გივი მიქანაძე

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა, ეს გამონაკლისი მხოლოდ წელს იქნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ. მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვის და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით ერთჯერადად იქნა მიღებული. სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ.

განაგრძეთ კითხვა