"ჩემი ბიძაშვილი ოჯახით (3 ბავშვით) მიემგზავრებოდა მოსკოვში, ყველანი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში არიან - არ ჩანს მისი მეუღლე" - რას წერს მოქალაქე სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის რე­ი­სის ავ­ტო­ბუ­სის ავარიაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი ბიძაშვილი ოჯახით (3 ბავშვით) მიემგზავრებოდა მოსკოვში, ყველანი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში არიან - არ ჩანს მისი მეუღლე" - რას წერს მოქალაქე სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის რე­ი­სის ავ­ტო­ბუ­სის ავარიაზე?

სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის რე­ი­სის ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და - და­ღუ­პუ­ლია 6 მგზავ­რი, 28 ადა­მი­ა­ნი კი და­შავ­და.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ჯგუფ­ში - "მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბი" მო­ქა­ლა­ქე ანა­ნო ჭი­ქა­ბე­რი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა. ანა­ნო ჭი­ქა­ბე­რი­ძის ცნო­ბით, მისი ბი­ძაშ­ვი­ლი ოჯა­ხით (3 ბავ­შვით) მოს­კოვ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ავა­რი­ის შე­დე­გად ყვე­ლა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან - მისი ბი­ძაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე კი არ ჩანს.

"წუ­ხელ მომ­ხდა­რი ავა­რია თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხომ არ გაქვთ გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია?!

ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ოჯა­ხით (3 ბავ­შვით) მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ყვე­ლა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, არ ჩანს მისი მე­უღ­ლე. 6 გარ­დაც­ვლი­ლია რო­გორც ვი­ცით და მას ვერ ვპო­უ­ლობთ ვერც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, არც გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სი­ა­შია. წინ იჯდა მძღო­ლებ­თან ერ­თად და მძღო­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ის­ვე­ნებს დღეს, იქ­ნებ, ვინ­მეს გაქვთ რამე ინ­ფორ­მა­ცია" - წერს ანა­ნო ჭი­ქა­ბე­რი­ძე. გააგრძელეთ კითხვა