"ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა" - მეჯვრისხევში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, 13 წლის მოზარდი დაშავდა
მეჯვრისხევში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, 13 წლის მოზარდი - შოთიკო მექვაბიშვილი დაშავდა.
ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად, მას გულმკერდის არე და ფეხის ქუსლი დაუზიანდა.
მათივე ცნობით, მოზარდი ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მინდორში მის გვერდით მყოფი მეორე მოზარდი - გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.
როგორც ბავშვების ახლობელი ამბობს, შემთხვევის დროს, ისინი ფერმაში იმყოფებოდნენ.
"წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო.