“"ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ“ - პლატინი
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ, კვირა საღამოს Canal+-ის გადაცემა "საფეხბურთო კლუბში" განაცხადა, რომ წელს ამ ჯილდოს პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს:
"არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ათი წლის მანძილზე მესი-რონალდოს-რონალდო-მესის ეპოქას ვუყურებდით. ახლა "ოქროს ბურთი" გაცილებით ღიაა, ეს გასულ წელს ვნახეთ. ამიტომ სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიაში ყველაზე შედეგიანი კილიან მბაპეა. ვნახეთ, რომ როდრი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან შესანიშნვი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. ყველაზე ნიჭიერი ლამინ იამალია. ფაბიან რუისმა მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა... უკვე ოთხია. თუმცა მე უპირატესობას პსჟ-ს მოთამაშეს მივცემდი, კვარაცხელიას.